LTD "Universal Transport Service"

კომპანიის შესახებ

კომპანია “უნივერსალურ სატრანსპორტო სერვის”-ს გააჩნია აუცილებელი რესურსები ლოგისტიკის სფეროში ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სპექტრს, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებსა და კლიენტთა მოთხოვნებს:

  • ტრანსპორტირება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საავიაციო ტრანსპორტით;
  • მიწოდება “კარიდან კარამდე”;
  • საბაჟო გაფორმება;
  • საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურება;
  • ტვირთის სრული მოცულობით დაზღვევა.

ჩვენ ვანხორციელებთ ტვირთების გადაზიდვას აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, თურქეთში, კანადაში, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, საუდის არაბეთსა და მაროკოში. კომპანიის შესაძლებლობათა გეოგრაფიული არეალი შეზღუდული არ არის. ჩვენთან შესაძლებელია შემდეგი ხასიათის ტვირთების გადაზიდვის შეკვეთა:

  • სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო;
  • მშრალი და ჩამოსასხმელი;
  • საცალო და ნაყარი;
  • საშიში, ფასიანი და არაგაბარიტული.

ტრანსპორტირების ორგანიზება ხორციელდება მთელი გზის მანძილზე ტვირთის ოპტიმალურ პირობებში ყოფნის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ სტანდარტულ და რეფრიჟერატორულ კონტეინერებს, ვაგონ-ცისტერნებსა და ჰოპერებს. ასევე მხედველობაში ვიღებთ საშიში ტვირთების მიწოდების მიზანს, ამიტომ ვიცავთ აუცილებელ სიფრთხილის ზომებს, დაწყებული ტრანსპორტის შერჩეულ სახეობაში კონტეინერების განთავსების დეტალური დაგეგმვიდან და მძღოლების სპეციალური ტრენინგიდან.

FreeCurrencyRates.com
booked.net

LTD ,,Universal Transport Service''; Georgia,Poti Rekvava str.65; E-mail:uts.poti@gmail.com “2020 | All Rights Reserved